logo
ENG



ერდოღანის თქმით, პუტინი "უფრო რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის", ვიდრე აქამდე

21 ოქტ 202218:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/l3hd0cvwfzjlbqv.jpeg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი "უფრო რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის" უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, ვიდრე წარსულში, ვიდრე აქამდე.

"არ ვართ უიმედოდ", - თქვა ერდოღანმა მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე.

ამის შესახებ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მარცვლეულზე შეთანხმების გაგრძელება განიხილა როგორც პუტინთან, ისე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან.


close დახურვა